2013-11-09

ვაშლის კექსი დარიჩინის არომატით

ბლოგზე ძალიან იშვითად ქვეყნდება ახალი რეცეპტები, რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ თავისუფალი დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ.
დღეს კი ძალიან  ადვილი ვაშლის კექსის რეცეპტს გთავაზობთ. მას არ სჭირდება ბევრი დრო და დიდი ძალისხმევა.



მასალა:
2/3 ჩ.ჭ. შაქარი
1/3 ჩ.ჭ. ყავისფერი შაქარი
125 გ. დარბილებული კარაქი
2 კვერცხი
ვანილი
1 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
1ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. დარიჩინი
1/2 ჩ.ჭ. რძე
1 დაჭრილი ვაშლი

ფორმა 30 სმ სიგრძის, პერგამენტ ჩაფენილი და ცხიმ წასმული.



მომზადება:

  • მიკროტალღური ღუმელი გააცხელეთ 175 გრადუსზე.
  • ფქვილი და სოდა შეურიეთ.
  • ყავისფერი შაქარი და დარიჩინი შეურიეთ ერთმანეთს.
  • კარაქი და თეთრი შაქარი ავთქვიფოთ მიხსერით კრემისებრი მასასის მიღებამდე, დავამატოთ კვერცხი სათითაოდ და კარგად ავთქვიფოთ, დაუმატეთ ვანილი.
  • ფქვილი ჩააცერით კარაქიან მასაში და ხელის სათქვეფით კარგად აურიეთ.
  • გამზადებულ ფორმაში გადაიტანეთ ცომის ნახევარი, მოაწყვეთ ვაშლის ნახევარი და მოაყარეთ ყავისფერი შაქრის ნახევარი, შემდეგ გადაიტანეთ დარჩენილი ცომი, ვაშლი და ყავისფერი შაქარი. კოვზით ნაზად დააწექით ვაშლებს.
  • აცხვეთ დაახლოებით 30-40 წუთი.


No comments:

Post a Comment