საკმაოდ ძველი რეცეპტია და ალბათ ბევრ თქვენგანს გაუსინჯავს "მედოკი" და უყვარს კიდეც. მომზადება საკმაოდ მარტივია, არც ბევრ დროს საჭიროებს. რამდენიმე ინგრედიენტი და უგემრიელესი ნამცხვარი მზად იქნება.
დაგჭირდებათ:
მომზადება:
დაგჭირდებათ:
ფირფიტებისთვის:
- 3 კვერცხი
- 1 ჩ.ჭ. შაქარი
- 100 გ. კარაქი
- 2 ს.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. სოდა + ძმარი/ლიმონის წვენი
- 4 ჩ.ჭ. ფქვილი
კრემისთვის:
- 150 გ. კარაქი
- 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე (სგუშონი)
- ვანილი
მომზადება:
- ფირფიტების ყველა ინგრედიენტი შეურიეთ და დადგით ორთქლის აბაზანაზე ან ცხელ წყალში ჩადგით, ურიეთ იქამდე სანამ აქაფდება და ბუშტუკების ამოსვლას დაიწყებს. ამავდროულად ის უნდა გამუქდეს.
- გადმოდგით და ჩააცერით ფქვილი, შეიძლება დამატება დაგჭირდეთ. უნდა მოზილოთ რბილი ცომი. ცომი გაყავით 4 ნაწილად. თითოეული თხლად გააბრტყელეთ და გადაიტანეთ ფქვილმოყრილ საცხობ ფიტფიტაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 8-10 წუთი საკმარისია.
- კრემის მოსამზადებლად დარბილებული კარაქი გათქვიფეთ, როცა გათეთრდება ნელ-ნელა დაამატეთ შესქელებული რძე. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ვანილიც შეათქვიფეთ.
- ფირფიტებს ჩამოაჭერით გვერდები, დაფშხვენით ზემოდან მოსაყრელად. კრემი წაუსვით ფირფიტებს და დაფშხვნილი მასა მოაყარეთ ზემოდან.
No comments:
Post a Comment