2015-04-03

მიწისთხილის კარაქის ორცხობილები (პეჩენიები)

დიდი ხანია არაფერი დამიდია, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. თუმცა დღეს უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს გთავაზობთ, არაქისის/მიწისთხილის კარაქის მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ. საკმაოდ მარტივად და სწრაფად მზადდება. არაქისის კარაქის გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ, ამისთვის იხილეთ ეს ბმული არაქისის კარაქის მომზადება


ინგრედიენტები:

  • 130 გ. კარაქი
  • 1 ჩ.ჭ. მიწისთხილის კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 3/4 ჩ.ჭ. შაქარი
  • ვანილინი
  • 2+1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი

მომზადება:
  • კარაქი და მიწისთხილის კარაქი ერთად ათქვიფეთ.
  • რამდენიმე წუთში დაამატეთ შაქარი. განაგრძეთ თქვეფა.
  • კრემისებურ მასას რომ მიიღებთ, კვერცხი და ვანილიც შეათქვიფეთ.
  • ფქილი, სოდა და მარილი აურიეთ ცალკე თასში, შემდეგ კი დაამატეთ კარაქიან მასას. მოზილეთ ცომი.
  • გააკეთეთ ბურთულები, დააწყვეთ ცივ საცხობ ფირფიტაზე, ხელით ოდნავ დააწექით. გამოაცხეთ 175 გრადუსზე. 10-12 წუთში მზადაა.

No comments:

Post a Comment