2015-03-22

შვრიისა და ქიშმიშის ორცხობილები (პეჩენიები)

შვრია ძალიან კარგი პროდუქტია, სასარგებლოა სახის კანისთვის, კუჭ-ნაწლავისთვის.. მისგან მომზადებული დესერტები უგემრიელესია.  დღეს ძალიან კარგ რეცეპტს გთავაზობთ, ხრაშუნა, არომატული და გემრიელი ორცხობილების მოსამზადებლად. მოწონებას დაიმსახურებს ოჯახის წევრებს შორის <3 ამ პორციით გამოდის 30-35 ცალი. 1 ორცხობილა = 132 კკალს.

ინგრედიენტები:


  • 170 გ. კარაქი
  • 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1 კვერცხი
  • ვანილი
  • 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 3 ჩ.ჭ. შვრია
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ,კ. მარილი
  • 1/2 ჩ,კ, დარიჩინი
  • 1/8 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
  • 1 ჩ,ჭ. ქიშმიში
  • 1 ჩ.ჭ. ადუღებული, ცხელი წყალი
მომზადება:
  • ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი და გვერდით გადავდოთ. 
  • კარაქი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ კრემისებური მასის მიღებამდე.
  • შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი და ვანილი.
  • ფქვილი, სოდა, მარილი, დარიჩინი და მუსკატის კაკალი ავურიოთ ცალკე ჯამში, დავამატოთ შვრიაც და კარგად ამოვურიოთ.
  • კარაქიან მასას შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები. 
  • ქიშმიშს გადავუწუროთ წყალი და დავამატოთ ცომს.
  • ტაფაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ცომისგან გავაკეთოთ ბურთები, დავალაგოთ საცხობ ქაღალდზე და ხელის დაწოლით გავაბრტყელოთ.
  • გამოვაცხოთ 170-175 გრადუსზე. 12-15 წუთში მზადაა.


No comments:

Post a Comment