2015-03-15

granola/oatmeal bars-შვრიის ფირფიტები

გრანოლა მთელს მსოფლიოში პოპულარული საუზმე და წასახემსებელია.  ასევე კარგია დესერტად, პიკნიკსა და ლაშქრობებზე წასაღებად, რადგან აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება და მალეც არ ფუჭდება, მთავარია ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში შეინახოთ. ძირითადი ინრედიენტი შვრიაა, რომელსაც ხილს, თხილეულს, თაფლს, არაქისის კარაქსა და სხვადასხვა რაღაცას უმატებენ. მომზადება მარტივია და ცოტაოდენი დრო სჭირდება, თუმცა გამოცხობის შემდეგ აუცილებელია მაცივარში შევინახოთ 8-10 საათით. 

დაგჭირდებათ:
  • 2+1/4 ჩ.ჭ. შვრია
  • 2+1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 3/4 ჩ.ჭ. შაქარი
  • მარილი დანის წვერით
  • 1 ვანილინი
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
  • 250 გ. გამდნარი მარგარინი
შიგთავსისთვის:
  • 3 ჩ.ჭ. გაყინული კენკრა
  • 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი ან ფქვილი
  • 1/4 ჩ.ჭ. შაქარი
მომზადება:
  • მშრალი ინგრედიენტები ერთ ჯამში კარგად აურიეთ, დაამატეთ გამდნარი მარგარინი და ხელით შეურიეთ. უნდა მიიღოთ ქვიშის მსგავსი მასა.
  • კენკრას დაამატეთ სახამებელი/ფქვილი, შაქარი და აურიეთ.
  • ფხვიერი მასის 3/4 ცხიმწასმულ ფორმაზე 28 სმ. დიამეტრის) გაანაწილეთ და ხელით დატკეპნეთ, ზემოდან მოასხით კენკრის შიგთავსი და დარჩენილი ცომი მოაყარეთ. აღარ დატკეპნოთ.
  • აცხვეთ 175°-ზე 40-45 წუთი. სასიამოვნო ოქროსფერი უნდა მიიღოს. შემდეგ გააციეთ და შედგით მაცივარში მთელი ღამით. 






No comments:

Post a Comment