2015-03-07

გამომცხვარი კარტოფილი

სანამ უშუალოდ რეცეპტის აღწერაზე გადავალ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბლოგის თითოეულ მკითხველს ბოლო პერიოდის რეიტინგისთვის. საოცრად სასიამოვნო გრძნობა გეუფლება, როცა ხვდები, რომ რასაც აკეთებ გიფასდება და ხალხს მოსწონს. აზიარებენ, აკომენტარებენ, ალაიქებენ შენს რეცეპტებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის, ყოველთვის ვეცდები, რომ უფრო და უფრო მეტი იდეა შემოგთავაზოთ, თქვენც შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ თხოვნები თუ რისი რეცეპტი გსურთ. ან მომწერეთ ფეისბუქის გვერდზე შეტყობინებებში.
ახლა კი რეცეპტზე გადავალ. ძალიან მარტივია და გემრიელი. დრო მხოლოდ კარტოფილის გამშრალებაში დაგეკარგებათ. სხვა ყველაფერი სწრაფად ხდება. 

ინგრედიენტების პროპორციებს არ დავწერ, ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული <3

დაგჭირდებათ:
  • კარტოფილი
  • ზეთი-ზეითუნის/სიმინდის/მზესუმზირის
  • მსხვილი მარილი
  • წითელი წიწაკა
  • პილპილი
  • უცხო სუნელი
  • ნიორი 1-2 კბილი 5 კარტოფილზე
მომზადება: 
  • რადგან კარტოფილი კანიანად ცხვება, ძალიან კარგად გარეცხეთ, გახეხეთ. შემდეგ გაამშრალეთ და 1 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დაჭერით.
  • ჩარეთ ცივ წყალში, შემდეგ კი ისევ კარგად გაამშრალეთ.
  • ზეთში შეურიეთ ინგრედიენტები.
  • საცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი ან ფოლგა.
  • კარტოფილის ნაჭრები ამოავლეთ ზეთიან მასაში და დააწყვეთ საცხობ ქაღალდზე. 
  • აცხვეთ 240 გრადუსზე 20-30 წუთი. სასიამოვნო ოქროსფერი უნდა მიიღოს.
  • ბოლოს შეგიძლიათ დაჭრილი ოხრახუშიც მოაყაროთ და 10 წუთში მიირთვათ.

No comments:

Post a Comment