2015-05-03

ჯანსაღი სალათა ისპანახით

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიდია.. დღეს ძალიან მარტივი სალათის რეცეპტს გთავაზობთ. რამდენიმე წუთში, რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლიათ მოამზადოთ. ჯანსაღია, დაბალკალორიული, თუმცა ამავდროულად ნოყიერიც.. შესანიშნავია ამ პერიოდისთვის.

მე მხოლოდ ინგრედიენტებს და დაგიწერთ, პროპორციები სურვილის მიხედვით განსაზღვრეთ :)

  • ისპანახი, სალათის ფოთლებივით ხელით "დახიეთ"
  • ცოტა ტარხუნა, ღეროს გარეშე
  • მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი
  • მაგარი ყველი, კუბიკებად დაჭრილი
  • კუბიკებად დაჭრილი ბოლოკი
  • მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი

  • ყველა ეს ინგრედიენთი აურიეთ და სალათიც მზადაა :)


No comments:

Post a Comment