2013-12-27

ღორის ხორცი საფანელში

ახალი კატეგორია ბლოგზე "ხორცის კერძები" და ესეც პირველი რეცეპტი ამ კატეგორიისათვის. საკმაოდ მარტივი და გემრიელი.


ინგრედიენტები:
1/2 კგ. ღორის ხორცი
1 კვერცხი
2 ს.კ. წყალი
1 ჩ.ჭ.ფქვილი
1/2 ს.კ. მარილი და პილპილი
2 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი
ზეთი შესაწვავად

მომზადება:

  • ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ საშუალო ზომის ნაჭრებად. ოდნავ დავბეგვოთ.
  • კვერცი წყალთან ერთად ავთქვიფოთ. 
  • ფქვილი, მარილი, პილპილი, ნიორი ავურიოთ ცალკე.
  • ხორცის ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ ფქვილიან მასაში, შემდეგ კვერცის, შემდეგ კი კვლავ ფქვილიან მასაში. ოდნავ შევარხიოთ, რომ ზედმეტი ფქვილი მოშორდეს და მოვათავსოთ ზეთ ჩასმულ საცხობ ფორმაში.
  • შევდგათ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.

No comments:

Post a Comment