2013 წელს 100 რეცეპტი შემოგთავაზეთ, 2014 წლის დაწყებას გილოცავთ, სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ! <3
პირველი პოსტი 2014–ში, პირველი ახალი რეცეპტი, საკმაოდ არომატული და გემრიელი. ქათმის ბარკლები ლიმონითა და პილპილით–სწრაფად მოსამზადებელი და მარტივი რეცეპტი.
ინგრედიენტები:
2 ბარკალი
2 დიდი ლიმონი
4 კბილი ნიორი
1 ს.კ. პილპილი
2 ს.კ. მარილი
1/4 ჩ.ჭ. ზეთი
მომზადება:
ლიმონი გამოწურეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, პილპილი და მარილი. ბარკლები სასურველ ზომებად დაჭერით, მოასხით ლიმონიანი მასა და დატოვეთ 2 საათით. შემდეგ საცხობ ფორმაში ჩაასხით ზეთი და ჩაალაგეთ ქათმის ბარკლები, მოამზადეთ 250 გრადუსზე გასურებულ ღუმელში 30 წუთი.

No comments:
Post a Comment