2013-12-27

"ქაფქეიქები" მიწისთხილის კარაქის კრემითა და შოკოლადით

საახალწლო მაგიდა წარმოუდგენელია უგემრიელესი ტკბილეულის გარეშე, ვფიქრობ ამაში ყველა დამეთანხმებით. ეს უგემრიელესი და ეფექტური "ქაფქეიქები" ნამდვილად დაამშვენებს თქვენს მაგიდებს. რთული ნამდვილად არაფერია, სამ ეტაპად მზადდება: 1) ქაფქეიქის გამოცხობა 2) კრემის მომზადება და ქაფქეიქების მორთვა 3)შოკოლადში ამოვლება.
კვლავ გავიმეორებ, რომ უგემრიელეს შედეგს მიიღებთ.


ინგრედიენტები:
"ქაფქეიქებისთვის:"
1 დიდი კვერცხი
1/2 ჩ.ჭ. +2 ს.კ. შაქარი
1/2 ჩ.ჭ. რძე
1/2 ჩ.ჭ. ზეთი
3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
1/4 ჩ.ჭ. კაკაო
1 ვანილინი
3/4 ჩ.კ. სოდა
1/2 ჩ.კ. მარილი

მიწისთხილის კარაქის კრემისთვის:
2 დიდი კვერცხის ცილა
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
12 ს.კ. დარბილებული კარაქი ან მარგარინი
1/2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. მიწისთხილის კარაქი
1 ვანილინი

შოკოლადის მინანქრისთვის:
250 გ. ნახევრადტკბილი შოკოლადი
1 1/2 ს.კ. ზეთი

ასევე დაგჭირდებათ საცხობი ქაღალდები, ქაფქეიქებისთვის.



მომზადება:
  1. ვამზადებთ "ქაფქეიქებს"– საშუალო ზომის ჯამში ვურევთ: ფქვილს, კაკაოს, სოდასა და მარილს. ცალკე ვთქვიფავთ კვერცს შაქართან ერთად, შემდეგ ვამატებთ რძეს, ზეთსა და ვანილს. კარგად ავთქვიფავთ. ჩავაცრით მშრალ ინგრედიენტებს და ვურევთ ხელის სათქვეფით. როცა ერთგვაროვან მასას მივიღებთ, ვანაწილებთ ქაღალდის ფორმებში, რომლებიც ჩალაგებული გვაქვს საცხობ ფორმაში. ქაფქეიქებს ვაცხობთ 25 წუთით 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  2. მანამ "ქაფქეიქები" ცხვება, ვამზადებთ კრემს. ამისათვის ჯერ ვაკეთებთ ბეზეს, კვერცხის ცილას ვთქვიფავთ მარილთან ერთად, როცა ღრუბლისებურ მასას მივიღებთ, ვამატებთ შაქარს ეტაპობრივად და განუწყვეტლივ ვთქვიფავთ, მყარი ბეზეს მიღებამდე. შემდეგ ნელ–ნელა ვამატებთ კარაქს ან მარგარინს, ბოლოს კი მიწისთხილის კარაქს. კარგად ვთქვიფავთ კრემისებური მასის მირებამდე. 
  3. გამომცხვარ "ქაფქეიქებს" ვრთავთ კრემით და ვინახავთ საყინულეში 1 საათით.
  4. შოკოლადი გავადოთ ორთქლის აბაზანაზე და დავუმატოთ ზეთი, კარგად ავურიოთ. გამოვიღოთ "ქაფქეიქები" და ამოვავლოთ მინანქრის მასაში, კრემის მხრიდან. რამდენიმე წუთში მინანქარი გაიყინება და  დესერტიც მზად იქნება.

No comments:

Post a Comment