ცხობა რომა ძალიან მიყვარს, კი ემჩნევა გვერდს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია და ვფიქრობ ბევრ თქვენგანსაც ეყვარება ჩემსავით. დღეს უგემრიელესი სამარხვო ნამცხვარი მოვამზადე. ისეთი არომატულია, ყავისა და ფორთოხლის ცუკატები ერთად შესანიშნავ არომატს ქმნის. მომზადებაც ისეთი მარტივია და ძალიან ცოტა დრო სჭირდება. მოკლედ გირჩევთ, რომ მოამზადოთ, მერე კი ფეისბუქის გვერდზე გამიზიარეთ თქვენი შედეგები :) ახლა კი რეცეპტზე გადავალ.
მასალა:
1 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა წყალი
1/2 ჭიქა ზეთი
2 ს.კ. თაფლი
2 ს.კ. ყავა ან კაკაო
1/2 ჭიქა ფორთოხლი ცუკატები
1/2 ჭიქა ქიშმიში
2 ჭიქა ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
მომზადება:
შაქარი, წყალი და ზეთი ჩაასხით ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, რომ შეთბება დაამატეთ თაფლი და ურიეთ სანამ შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ გადაიტანეთ ჯამში და დაამატეთ ყავა, აურიეთ ხელის სათქვეფით. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ დაამატეთ ცუკატები და ქიშმიში. მოურიეთ. სოდა აურიეთ ფქვილში და ჩააცერით. შეაზილეთ ხელის სათქვეფელით. 28 სმ. დიამეტრის ფორმას წაუსვით ზეთი, ცომი ჩაასხით და გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ცხვება დაახლოებით 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
No comments:
Post a Comment