2013-04-29

ცივი ყავა

დღეს უკვე სასიამოვნოდ დაცხა და დროა ცივი ყავის სეზონი გავხსნათ :) მისი მომზადება ძალიან მარტივია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დაწერა, მათთვის ვისაც არ მოუმზადებია ან უკეთესის გაკეთება სურს.


2 ჩ.კ. ყავა
4 ჩ.კ. შაქარი
1 ც. ჭიქიანი ნაყინი
2 ჭიქა წყალი

ყავა და შაქარი ცოტა წყლით გავთქვიფოთ ყავის სათქვეფით, მიქსერით ან ბლენდერში. როცა მასა გასქელდებ ნელ-ნელა ვამატოთ წყალი და ვთქვიფოთ. უნდა მივიღოთ ღია ფერი. გავანაწილოთ ჭიქებში, დავამატოთ ნაყინის ნახევარი, რაშიც ათქვიფავთ იმ ჭიქაში ჩაასხით წყალი და დაასხით ათქვეფილ ყავას, დაამატეთ ნაყინის ნახევარი და მოურიეთ, რო გაიხსენება დაამატეთ დანარჩენი ნაყინი.

ძალიან უხდება Chocolate Fondat-ს


No comments:

Post a Comment