2013-05-01

შვრიისა და ქოქოსის ფანტელების პეჩენიები

ეს უგემრიელესი პეჩენიები მაშინ მოვამზადე, როცა ბლოგი ჯერ არ მქონდა, ამიტომ ჩემი მომზადებულის ფოტო არ შემომრჩა.. საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია, მისი მინუსი მხოლოდამხოლოდ ისაა, რომ ვიზუალურად არც თუ ისე ლამაზია, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან გემრიელია. თან სამარხვოა :)


მასალა:
125 გ. ფქვილი

125 გ. მარგარინი
120 გ. ქოქოსის ფანტელი
150 გ. შვრიის ფანტელი
100 გ. შაქარი
მწიკვი მარილი
4-5 ს.კ. წყალი

მომზადება:
კუბიკებად დაჭრილ მარგარინს დავამატოთ ფქვილი, მარილი და ხელით ავსრისოთ. უნდა მივიღოთ ფხვიერი მასა. შემდეგ დავუმატოთ ქოქოსისა და შვრიის ფანტელები, შაქარი და ავზილოთ. ბოლოს დავუმატოთ 2-3 ს.კ. წყალი და ავზილოთ, თუ დააკლდა კიდევ დავამატოთ. ცომისგან გავაკეთოთ გუნდა და ცელოფანში შეხვეული შევგოთ საყინულეში 30 წუთით. ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, დავალაგოთ საცხობ ფურცელზე და ვაცხოთ 150 გრადუს ცელსიოუსზე გახურებულ ღუმელში, 25 წუთის განმავლობაში.

No comments:

Post a Comment