2013-04-27

სამარხვო პეჩენიები

დღეს სამარხვო პეჩენიების კიდევ ერთ რეცეპტს გთავაზობთ. ძალიან მარტივია და სწრაფად მოსამზადებელი. რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება და საბოლოოდ ძალია გემრიელ და არომატულ პეჩენიებს მიიღებთ :)


მასალა:
1/2 ჭიქა თეთრი ბლის მურაბის წვენი
1/2 ჭიქა შაქარი
100 გ. მარგარინი (დარბილებული)
3 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
1 შაქრიანი ვანილი
3 ჭიქა ფქვილი

მომზადება:
მურაბის წვენი და შაქარი ავურიოთ და დავდგათ საშუალო ცეცხლზე, ვურიოთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას. როცა აქაფდება გადმოვდგათ. ჯამში ცალკე გავთქვიფოთ მარგარინი და დავამატოთ მურაბიანი მასა. კარგად ავთქვიფოთ, როცა ერთგვაროვან მასას მივიღებთ დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. ხელს არ უნდა ეკრობოდეს. აირღუმელი გავახუროთ საშუალო ტემპერატირაზე. საცხობ ფორმას მოვაყაროთ ფქვილი და დავალაგოთ სასურველი ფორმის პეჩენიები. ცხვება მალე, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ არ დაგეწვათ :)

გემრიელად მიირთვით!



No comments:

Post a Comment