2016-05-28

მარწყვის ძალიან გემრიელი ნამცხვარი

სეზონურ რეცეპტს გთავაზობთ, ძალიან მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარია, ინგრედიენტებიც ხელმისაწვდომი, შედეგი კი უგემრიელესი.


ბისკვიტის რეცეპტის სანახავად გადადით ბმულზე რეცეპტი . მე ამჯერად 2 ს.კ. ნაღების ნაცვლად არაჟანი დავამატე
 ასეც კარგი გამოვიდა.

კრემის მოსამზადებლად 200 გ. დარბილებული კარაქი კარგად ათქვიფეთ, რომ გათეთრდება ნელ-ნელა შეათქვიფეთ  1 ქილა შესქელებული რძე, კარგად ათქვიფეთ და ბოლოს ვანილი დაამატეთ.
გაციებული ბისკვიტი 1 ჩ.ჭ. მარწყვის წვენით დანამეთ, შემდეგ კი კრემი წაუსვით. ზემოდან დაჭრილი მარწყვით მორთეთ თქვენი სურვილის მიხედვით.