2016-04-17

სოკოს ვრაპი

ვრაპები საკმაოდ კარგი არჩევანია სამსახურში/სასწავლებელში წასაღები ლანჩისთვის. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია და ცოტა დროს მოითხოვს. მსუბუქია და თან ნოყიერი. არც რაიმე განსაკუთრებული ინგრედიენტი სჭირდება და არც წასაღებადაა რთული (გადაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში). ვრაპების უამრავი ვარიაცია არსებობს. რადგან მარხვის დღეებია, სამარხვო ვარიანტს გთავაზობთ და მომავალში ხორცით მომზადებული ვრაპის რეცეპტსაც გაგიზიარებთ.




დაგჭირდებათ:
  • 5 ც. სომხური ლავაში
  • 1 კგ. სოკო სპილოსყურა
  • 2 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 შეკვრა სალათის ფურცლები
  • 3 კიტრი
  • 250 მლ. სამარხვო მაიონეზი
  • 2 ს.კ. პაპრიკა
  • მარილი გემოვნებით
მომზადება:
  • სოკო გაარჩიეთ და კარგად მოხარშეთ, გააციეთ და საშუალო ზომებად დაჭერით.
  • ბულგარულ წიწაკას თესლები მოაშორეთ, კიტრი გათალეთ, მასაც მოაშორეთ თესლიანი ნაწილი. ბულგარული წიწაკაც და კიტრიც კუბიკებად დაჭერით.
  • სალათის ფურცლებს ძირები მოაჭერით, გარეცხეთ და ჩაის ტილოზე დაალაგეთ, რომ წყლისგან დაიწრიტოს.
  • მაიონეზს შეურიეთ პაპრიკა.
  • გაშალეთ ლავაში, წაუსვით მაიონეზი, სალათის ფურცლები ხელით დაანაწევრეთ და ლავაშზე გაანაწილეთ. მოაყარეთ ბულგარული წიწაკა, კიტრი და სოკო. ბოლოს მოაყარეთ მარილი და გადაახვიეთ.  ასევე მოამზადეთ დარჩენილი 4 ლავაშით ვრაპები.
  • სოკოს ვრაპი მზადაა. შეინახეთ მავივარში, რომ არ გაფუჭდეს.