2013-12-13

კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა

ბოლო პერიოდი ბლოგი ახალი რეცეპტების ნაკლებობას განიცდის, რაც აუცილებლად გამოსწორდება :) სულ მალე ახალ–ახალი საინტერესო, ორიგინალური, მარტივი და რაც მთავარია, უგემრიელესი კერძებისა და დესერტების რეცეპტები შეემატება. 
რადგან ახლა მარხვაა 1 ახალ სამარხვო სალათს გასწავლით, დრესინგი შეგიძლიათ შეცვალოთ თუ "კლასიკურ" გემოს ამჯობინებთ, პატარა სიახლეს. რეცეპტი Kfc-ისგან :)

ინგრედიენტები:
1 პატარა თავი კომბოსტო
2 საშუალო ზომის სტაფილო
2 ს.კ. დაჭრილი ხახვი

დრესინგისთვის:
1/2 ჩ.ჭ. მაიონეზი
1/3 ჩ.ჭ. შაქარი
1/4 ჩ.ჭ. რძე
2 1/2 ს.კ. ლიმონის წვენი
1 1/2 ს.კ. თეთრი ძმარი
1/2 ს.კ. მარილი (ან თქვენი გემოვნებით)
1/8 ს.კ. პილპილი

მომზადება:
კომბოსტოს დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ, შევურიოთ და დავამატოთ ხახვი.
დრესინგისთვის აღებული ყველა ინგერდიენტი ავურიოთ, დავამატოთ ბოსტნეული და კარგად ავურიოთ. შევინახოთ 2 საათით მაცივარში. 


No comments:

Post a Comment