2013-12-03

ქამა სოკო არომატული კარაქით

უკვე 1 კვირაა რაც შობის მარხვა დაიწყო და როგორც დაგპირდით პერიოდულად კატეგორია "სამარხვოში" ახალ რეცეპტებს დავამატებ :) თუმცა ძველებსაც გადახედეთ ხოლმე ))
რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, ალბათ ბევრ თქვენგანს გიყვართ ქამა სოკო, განსაკუთრებით მარხვაში მშვენიერი არჩევანია, თან თუ მომზადება მარტივია და მცირე დროს მოითხოვს. :)


ინგრედიენტები:
1 შეკვრა ქამა სოკო
3 ს.კ. ზეთი ან რომელიმე მცენარეული ცხიმი
130 გ. დარბილებული კარაქი
3 კბილი ნიორი
2 ს.კ. დაფქული ქონდარი
1 1/2 ს.კ. ლიმონის წვენი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
სოკო კარგად გარეცხეთ, მოაცალეთ ფეხი და გააშრეთ. გააცხელეთ ზეთი და სოკო ქუდები მოათავსეთ 20 წამით და შემდეგ ამოიღეთ. კარაქს შეურიეთ ნიორი (დაჭრილი წვრილად ან დაჭყლეტილი),ქონდარი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. სოკოს ქუდებში გაანაწილეთ არომატული კარაქი. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და დაალაგეთ სოკოები. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 10 წუთით.

No comments:

Post a Comment