2013-06-23

სპაგეტი "ტუშონკის" სოუსით

მახსოვს ეს კერძი მამამ რო გაგვიკეთა მე და ჩემს ძმას ძალიან მოგვეწონა. შემდეგ ჩემმა ძმამ დაიწყო სპაგეტის ასე მომზადება, შეიძლება ითქვას, რომ მისი საფირმო კერძი გახდა :D მე არასდროს მომიმზადებია და ახლა მის მომზადებულს გაცნობთ :)


მასალა:
400 გ. სპაგეტი
2 ც. "ტუშონკა"
2 ც. პატარა ტომატპასტა
400 მლ. წყალი

მომზადება:
მაკარონი მოვხარშოთ ჩვეულებრივ, გადავუწუროთ წყალი და ასე შევინახოთ  ჭურჭელში. გადავიდეთ სოუსის მომზადებაზე. "ტუშონკა" თავის ცხიმში მოვშუშოთ  ქვაბში და ზედ დავასხათ წყალში გახსნილი ტომატპასტა და წამოვადუღოთ. სოუსიც მზადაა, თეფშზე ამოღებულ სპაგეტს მოასხით სოუსი და გემრიელად მიირთვით :)

No comments:

Post a Comment