2013-06-28

ჟოლოს მილქშეიკი

ბლოგის facebook-ის გვერდზე თხოვნა იყო დამედო რამე სასმელი და კიდევ ერთი თხოვნა იყო დამედო დიეტური კერძები და ზოგადად სწორ კვებასთან დაკავშირებული რეცეპტები. მილქშეიკი პირველ თხოვნას რათქმაუნდა აკმაყოფილებს და ასევე მეორესაც, ძალიან სასარგებლოა, დაბალკალორიული და ამ ორ სიკეთესთან ერთად 1 წუთში მზადდება.


მასალა:
250 მლ. ცივი რძე
1/2 ჩ.ჭ. ჟოლო
2 ჩ.კ. შაქარი (შეგიძლიათ შეცვალოთ რაოდენობა, გემოვნებისდამიხედვით)

მომზადება:
სამივე ინგრედიენტი ბლენდერჩი მოათავსეთ და 1 წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ მაღალ სიჩქარეზე. გამოდის 2 ჭიქა :)

P.S. ჟოლო შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენი საყვარელი ხილით შეცვალოთ.


No comments:

Post a Comment