2016-04-01

სოკოს სუპი

     სამი მარტივი და გემრიელი კერძის რეცეპტი დამიგროვდა თქვენთვის გასაზიარებელი. რადგან მარხვაა, მხოლოდ ამ კატეგორიაში იქნება ახალი პოსტები მკითხველთა ინტერესის შესაბამისად. რეიტინგული სწორებ სამარხვო კერძების რეცეპტებია. რაც შეეხება დღევანდელ სოკოს სუპს, ძალიან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია. მე დაკონსერვებული სოკოთი გავაკეთე, ამიტომ ძალიან არომატული არ იყო, თქვენ გირჩევთ ცოცხალი სოკო გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ:
  • 800 გ. სოკო
  • 1 საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 1/3 კონა ოხრახუში
  • 1/3 კონა კამა
  • 1/3 კონა ქინძი
  • 4 ღერი ახალი ნიორი ან 2 კბილი
  •  2 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ. სვანური მარილი
  • მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
  • ზეთი 2 ს.კ.
  • 1 ს.კ. ტომატი
  • 2.5 ლიტრი წყალი
მომზადება:
  • ხახვი წვრილად დაჭერით, გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით ზეთი და მოშუშეთ.
  • თუ დაკონსერვებულ სოკოს გამოიყენებთ, ადუღებული წყალი დაასხით და რამდენიმე წუთი ასე გააჩერეთ. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში და ხახვთან ერთად მოშუშეთ.
  • დაასხით წყალი.
  • სტაფილო და კარტოფილი თქვენს სასურველ ზომებად დაჭერით.
  • როცა წყალი ადუღდება ჩაყარეთ სტაფილო და კარტოფილი. 
  • მწვანილი წვრილად დაჭერით.
  • სანამ ბოსტნეული ბოლომდე მოიხარშება სუნელები, ტომატი, მარილი და წიწაკა დაამატეთ. სულ ბოლოს კი მწვანილები.