კიდევ ერთი ახალი რეცეპტი დღეისთვის, მარტივი და ძალიან გემრიელი დესერტის მოსამზადებლად. თუ გიყვართ შოკოლადი, მაშინ ეს მუსი/კრემი მოგეწონებათ. რაც გინდათ ის დაარქვით, მთავარია მისი გემო. მოამზდეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები/მეგობრები.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 2/3 ჩ.ჭ. შაქარი
- 4 კვერცხის გული
- 3 ჩ.ჭ. რძე
- 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
- 1 ვანილინი
- 200 გ. შავი შოკოლადი
- მარილი დანის წვერით
- ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი, მარილი და აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ 1/2 ჩ.ჭ. რძე და თან ურიეთ ხელის სათქვეფით.
- შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხის გულები და დარჩენილი რძე და ვანილიც დაამატეთ.
- დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ.
- 10-15 წუთის შემდეგ მასა შესქელდება, ამ დროს დაამატეთ შოკოლადი და განაგრძეთ მორევა.
- რამდენიმე წუთში გადმოდგით ცეცხლიდან, გაანაწილეთ ფორმებში და შედგით საყინულეში რამდენიმე სააათით.
უგემრიელესი დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით! <3
შემოგვიერთდით facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/Cookingblog4u
No comments:
Post a Comment