2015-01-14

ფორთოხლისა და ვაშლის ნამცხვარი

ძველით ახალ წელს გილოცავთ! ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს. ძალიან გემრიელი, არომატული და ჰაეროვანი ნამცხვრის რეცეპტს გთავაზობთ. მომზდებაც საკმაოდ მარტივია, ინგრედიენტებიც ყველასთვიხ ხელმისაწვდომი. მოკლედ, უბრალო, მაგრამ ძალიან გემრიელი ნამცხვარია, რომელსაც განსაკუთრებულებას ხილის საოცარი არომატი ანიჭებს.


დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
  • 4 დიდი ზომის კვერცხი 
  •  1+2/3 ჩ.ჭ. შაქარი
  •  500მლ. მაწონი 
  •  100 მლ. ზეთი
  • 1.5 ჩ.კ. სოდა 
  •  1 ვანილინი 
  •  3 ჩ.ჭ. ფქვილი 
  •  2 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა

კრემისთვის:

  • 500 მლ.რძე
  • 2/3 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 2/3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1 ვანილინი
  • 200 გ. კარაქი
2 ვაშლი, 4 ფორთოხალი

მომზადება:

  • კვერცი შაქართან ერთად ავთქვიფოთ, როცა მასა გათეთრდება დაამატეთ მაწონი, რომელშიც სოდას გახსნით. ათქვიფეთ, შემდეგ დაამატეთ ზეთი, ცედრა, ვანილი და კვლავ ათქვიფეთ. ბოლოს ჩააცერით ფქვილი და ხელის სათქვეფით შეურიეთ.
  • საცხობი ქაღალდი დააფინეთ ფორმაზე, წაუსვით ცხიმი და ცომის ნახევარი დაასხით. გამოაცხეთ 190°C-ზე 20-25 წუთი. დარჩენილი ცომიც ასევე გამოაცხეთ. ფირფიტებს შეგრილების შემდეგ ქაღალდი მოაცალეთ.
  • ფქვილი ჩაცერით ქვაბში, დაამატეთ შაქარი და ნელ-ნელა რძე, თან ხელის სათქვეფით ურიეთ რომ კარგად გაიხსნას ფქვილი. დადგით ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. როცა შესქელდება და დუღილს დაიწყებს გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. ამის შემდეგ ათქვიფეთ კარაქი, როცა გათეთრდება ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული კრემი, ბოლოს კი ვანილინი. 
  • ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და გახეხეთ. ფორთხლებიც გათალეთ. 1 ფორთოხალი პატარა ნაწილებად დაჭერით. დანარჩენი 3 კი, თხელ რგოლებად.
  • ერთ ფირფიტას წაუსვით კრემის ნახევარი, მოაყარეთ ვაშლი და პატარებად დაჭრილი ფორთოხალი. მეორე ფირფიტას ცოტა კრემი წაუსვით და ამ მხრიდან დააფარეთ პირველ ფირფიტას. დარჩენილი კრემი ზემოდან წაუსვით და დაალაგეთ ფორთოხლები. 



No comments:

Post a Comment