2015-01-06

გამომცხვარი ორაგული ლიმონითა და მწვანილებით

პირველად მოვამზადე თევზი და შესაბამისად ბლოგსაც ახალი კატეგორია დაემატა "თევზის კერძები". მიხარია, რომ პირველმა მცდელობამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ჩემს სახლში თევზი ან იწვებოდა ან იხარშებოდა, აირღუმელში გამოცხობა არასდროს უცდიათ. მე მინდოდა ცოტა განსხვავებული კერძი გამეკეთებინა, თანაც "ფერადი", რათა საახალწლო სუფრას მოხდენოდა. ვფიქრობ გამომივიდა. ვიზუალიც და გემოც შესანიშნავია. გირჩევთ მოამზადოთ :)


დაგჭირდებათ:

  • 1 საშუალო ზომის ორაგული 
  • 4-5 ცალი ლიმონი
  • 1 ს.კ. დაჭრილი კამა
  • 1 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში
  • 3-4 კბილი ნიორი 
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • დაახლოებით 100 გ. კარაქი
მომზადება:

მინდა გითხრათ, რომ მომზადების პირველ ეტაპს სჭირდება ცოტაოდენი ძალისხმევა. შემდეგ კი ყველაფერი ძალიან მარტივად და სწრაფად კეთდება.
  • მაშ ასე, თევზი გაჭერით შუაზე ისე, რომ ფხების ამოცლა გაგიადვილდეთ. ვერ გეტყვით, რომ უკლებლივ ყველა ფხას ამოაცლით, მაგრამ შეეცადეთ უმეტესი ნაწილისგან გაათავისუფლოთ თევზი. შემდეგ მოაჭერით ფარფლები და დაჭერით საშუალო ზომის მართკუთხედებად. (ისე როგორც ფოტოზეა). 
  • გარეცხეთ თევზის ნაჭრები და კარგათ გააშრეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს ხელსახოცები.
  • ნიორი წვრილად დაჭერით, დაამატეთ დაჭრილი კამა და ოხრახუში და აურიეთ.
  • საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი.ასევე თევზის თითოეულ ნაჭერსაც (ორივე მხარეს), მოაყარეთ მარილი და პილპილი, შემდეგ კი მწვანილისა და ნიორის მასა. დააწყვეთ ფორმაზე.
  • დაჭერით ლიმონი თხლად და ნაჭრები თევზს ზემოდან დაალაგეთ. (როგორც ფოტოზეა)



  • ვაცხობთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი.

ცხობის შემდეგ დარჩენილ წვენს ნუ გადააქცევთ, თევზს მოასხით.

გემრიელად მიირთვით! <3


No comments:

Post a Comment