2014-06-28

ქოქოსის "ფენქეიქები" - coconut pancakes

ძალიან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი საუზმე. შეგიძლიათ მიირთვათ მურაბით, ჯემით, თაფლით ან რაც თქვენ გიყვართ. სხვა რეცეპტიც დევს ბლოგზე, შემადგენლობა იგივეა, თუმცა პროპორციები განსხვავებული და შედეგიც შესაბამისად.



დაგჭირდებათ:
  • 2 კვერცხი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 1 1/4 ჩ.ჭ. რძე
  • 60 მლ. ზეთი
  • 1 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • ცოტა ვანილი
  • 3 ს.კ. ქოქოსის ფანტელები
  • ზეთი ტაფისთვის

მომზადება:
კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, დაამატეთ რძე, ზეთი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ჩააცერით მშრალი ინგრედიენტები (სოდა ფქვილში აურიეთ) და ხელის სათქვეფით შეათქვიფეთ. ბოლოს დაამატეთ ქოქოსის ფანტელები. ტაფა გააცხელეთ და ცოტა ზეთი მოასხით და მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ. გამოაცხეთ სასურველი ზომის "ფენქეიქები". როცა ზედა მხარე "ბუშტებს" გაიკეთებს ამოაბრუნეთ და 1-2 წუთი აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით! 

No comments:

Post a Comment