2014-02-21

ტორტი გამომცხვარი ბეზით

ეს უგემრიელესი ტორტი 1 თებერვალს გამოვაცხვე, როცა ჩემი ბლოგი 1 წლის გარდა.. ბეზეს გამოცხობის პირველი მცდელობაც წარმატებით დამთავრდა და თქვენც გაგიზიარებთ მომზადებას. საკმაოდ მარტივია, თუმცა ცხობას 3 საათი სჭირდება. რაც შეეხება ბისკვიტს და კრემს იგივე რეცეპტიც მოვამზადე, რითაც სხვა ტორტები. ანუ ამ სტატიაში ძირითადად ბეზეს გამოცხობაზე ვისაუბრებ.




ბისკვიტის მოსამზადებლად იხილეთ ეს პოსტი შოკოლადის ტორტი "ვარდებით".  კრემი კი ამ ლინკზე იხილეთ ნამცხვარი "რობსონი"

ბეზესთვის დაგჭირდებათ:
3 კვერცხის ცილა (ოთახის ტემპერატურის)
4-5ს.კ. შაქარი
ვანილინი

ასევე დაგჭირდებათ 2 დიდი ვაშლი გახეხილი.

მაშ ასე. ბისკვიტს და კრემს მოამზადებთ, როგორც ზემოთ მოცემულ ლინკებშია აღწერილი. 


კვერცხის ცილას ვთქვეფავთ მაღალი სიჩქარით, როცა მივიღებთ ღრუბლისებრ მასას, სათითაო კოვზებით ვამატებთ შაქარს და ვთქვეფავთ დაბალი სიჩქარით. როცა შაქარი კარგად გაიხსნება, კვლავ მაღალი სიჩქარით ვაგრძელებთ ათქვეფას. ბოლოს დაამატეთ ვანილინი.
აირღუმელი გააცხელეთ 100-110 გრადუსზე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და მოსართავი პარკით დასვით სასურველი ზომის ბეზეები. აცხვეთ 3 საათი. გამომცხვარი ბეზე ქაღალდიდან ადვილად ეცლება.

ბისკვიტი გაჭერით შუაზე და წაუსვით კრემი, მოაყარეთ გახეხილი ვაშლი,  შეგიძლიათ ცოტა ლიმონის წვენიც მოაწუროთ. ზედა ფენას იმმხრიდან წაუსვით კრემი, საიდანაც უნდა დაადოთ  და დააფარეთ ბისკვიტის ქვედა ფენას.



 დანარჩენი კრემი გაანაწილეთ ტორტის გვერდებზე და თავზე. ბოლოს მოალაგეთ გამომცხვარი ბეზეები. შეგიძლიათ მოაყაროთ ქოქოსის ფანტელები და საკონდიტრო ბურთები.




No comments:

Post a Comment