2013-07-26

შოკოლადის ტორტი "ვარდებით"

10 დღით დაგემშვიდობეთ, მაგრამ საკმაოდ კარგი რეცეპტები მოგიმზადეთ, რომლებსაც ნელ-ნელა გაგიზიარებთ. მათ შორისაა 2 ვიდეო და 1 ფოტო რეცეპტიც ))  რეცეპტებიდან პირველი ეს უგემრიელესი ტორტი ამოვარჩიე, რომელმაც დიდი მოწონება გამოიწვია. გაფორმებაც მგონი კარგი გამომივიდა, რაც სამწუხაროდ არ მჩვევია :დ მოკლედ ძალიან კარგი გამომივიდა, ზედმეტ თავის ქებაში ნუ ჩამითვლით :)


მასალა:
ბისკვიტი:
6 კვერცხი
225 გ. შაქარი
225 გ. ფქვილი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
4 ს.კ.  ზეთი
ვანილი
1.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან 2/3 ჩ.კ. სოდა

კრემი:
500 მლ. რძე
2/3 ჩ.ჭ. შაქარი
2/3 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ვანილინი
250 გ. მარგარინი
350 გ. შოკოლადის კარაქი
2 ს.კ. კაკაო

დასანამად: 1 ჩ.ჭ. მარწვის წვენი დამატებით: დაჭრილი ნიგოზი 50 გ.

ფორმა:
28 სმ. დიამეტრის

მომზადება:
  • ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  • კვერცხის გულები და ცილა გავაცალკევოთ. გულებს დავასხათ ზეთი და ლიმონის წვენი და ჩანგლით მსუბუქად ავთქვიფოთ. ცილას დავამატოთ მწიკვი მარილი და ავთქვიფოთ მაღალი სიჩქარით. როცა მივიღებთ ღრუბლისებრ მასას 3 ნაწილად დავამატოთ შაქარი. შემდეგ ჩავაცრათ ფქვილი და ცომის საფხვიერებელი/სოდა ამოვურიოთ ხელის სათქვეფით ქვემოდან ზემოთ, ფრთხილად.
  • ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და ჩავასხათ ცომი. ვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი.
  • ფქვილი და შაქარი გავხსნათ რძეში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ხის კოვზით გამუდმებით ვურიოთ. როცა ადუღდება და შესქელდება გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილებულს შეათქვიფეთ დარბილებული მარგარინი და შემდეგ შოკოლადის კარაქი.
  • გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და დავნამოთ ორივე მხარე. წავუსვათ კრემის ნაწილი და მოვაყაროთ ნიგოზი. დავადოთ ბისკვიტის ზედა ნაწილიდ ა წავუსვათ კრემის თხელი ფენა, თავზე და გვერდებზე. შემდეგ მოვრთოთ ისე როგორც ფოტოზეა, ან თქვენი სურვილის მიხედვით.



No comments:

Post a Comment