2014-01-06

იდეალი

იდეალი–ძალიან ძველი, ბებიის დროინდელი რეცეპტი, სწორედ ბებიის ახალგაზრდობის  ბლოკნოტიდან. როგორც ვიცი  ხშირად აცხობდა ხოლმე, შემდეგ დედა მიკეთებდა, ახლა კი პირველად მეც გამოვაცხე. ისეთი გემრიელი სუნი იდგა სამზარეულოში, აღფრთოვანებული ვიყავი :დ <3


მასალა:
4 კვერცხი
1  ჩ.ჭ. შაქარი
1 ჩ.ჭ. დაფქული ნიგოზი
3 ს.კ. თაფლი
1 ჩ.კ. სოდა + 1 ს.კ. ლიმონის წვენი ან ძმარი
ვანილი
3 ჩ.ჭ. ფქვილი

კრემისათვის:
1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
200 გ. კარაქი ან მარგარინი (დარბილებული)
ვანილი
1 ჩ.ჭ.დაფქული ნიგოზი

მომზადება:
კვერცხი შაქართან ერთად კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ ნიგოზი, სოდა+ლიმონის წვენი, თაფლი, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ. ჩავაცრათ ფქვილი და ხელის სათქვეფით მოვურიოთ. ცომს ცოტა მოვაკლოთ, ზემოდან მოსაყრელის გამოსაცხობად. დარჩენილი ცომი ორად გავყოთ. ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. ცომი ხელით გავანაწილოთ, ვაცხოთ 180 გრადუსზე, ცხვება მალე. მეორე ფირფიტაც ასევე გამოვაცხოთ. შენახული ცომიც ასევე გამოვაცხოთ.
დარბილებული კარაქი/მარგარინი კარგად გავთქვიფოთ, შემდეგ დამატოთ შესქელებული რძე და კარგად ავთქვიფოთ, ბოლოს ვანილი და ნიგოზი, ავურიოთ.
ფირფიტებს წავუსვათ კრემი, ბოლოს გამომცხვარი, პატარა ფირფიტა დავაფშვნათ და ნამცხვარს ზემოდან მოვაყაროთ.









No comments:

Post a Comment