2013-07-16

ტარტალეტკები (მეორე ვარიანტი)

1 კვირაა არაფერი დამიდია, ძალიან ცხელა და ცოტა გავზარმაცდი :D მაგრამ შევეცდები გამოვასწორო. ტარტალეტკებს ყოველთვის ამ რეცეპტით ვამზადებდი ხოლმე, თუმცა ფოტო არ მქონდა შემორჩენილი, ცოტა ხნის წინ ტარტალეტკების ერთი რეცეპტი გაგიზიარეთ (იზილეთ აქ :) ) ისე პირველად მოვამზადე, ცუდი არ იყო, მაგრამ მე პირადად ამ რეცეპტს ვამჯობინებ, თქვენც სცადეთ, ვფიქრობ მოგეწონებათ :)


მასალა ცომისთვის:
2 კვერცხის გული
250 გ. მარგარინი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
2 ს.კ. მაწონი ან არაჟანი
1 ჩ.კ. სოდა + 1 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ვანილინი
2-2 1/2 ჭ. ფქვილი

მასალა კრემისთვის:
2 კვერცხი ცილა
4 ს.კ. შაქარი
1 ვანილინი

შიგთავსი:
ნებისმიერი ჯემი

მომზადება:
  • კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ შაქართან ერთად,დავუმატოთ დარბილებული მარგარინი, მაწონი, სოდა+ლიმონის წვენი, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი, რომელიც ცელს არ ეკრობა. 
  • ტარტალეტკების ფორმებს წავუსვათ ზეთი, ცომი დავყოთ პატარა გუნდებათ და გავანაწილოთ ფორმებში. გაითვალისწინეთ, რომ გამოცხობისას საკმაოდ იმატებს ზომაში და ბევრს ნუ ჩადებთ.
  • ბეზე ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად, როცა მყარ მასას მიიღებთ ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი და ვანილინი.
  • გაგრილებულ ტარტალეტკებს გულში ჩაუდეთ ჯემი და მორთეთ ბეზეს კრემით.
გამოდის 40-45 ცალი. ზემოდან შეგიძლიათ ქოქოსის ფანტელები მოაყაროთ.

No comments:

Post a Comment