2013-06-11

პასტის სალათა ბოსტნეულითა და ზეთისხილით

1 კვირა პაუზა მქონდა ბლოგზე და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ამ დღეებში შევეცდები ეს გამოვასწორო. დღეს უგემრიელესი სალათი მოვამზადე, რომლის რეცეპტიც ჟურნალ "გემრიელის" ივნისის თვის ნომერში ვიხილე. ცოტა რაღაცები შევცვალე. საკმაოდ მარტივია, სასარგებლო და შესაფერისი ზაფხულის ცხელი ამინდებისთვის.




მასალა:
150 გ. ახალი კომბოსტო
200 გ. პასტა
3 საშუალო ზომის პომიდორი
100 გ. უკურკო ზეთისხილი
125 მლ. მაიონეზი
მარილი
პილპილი

მომზადება:
კომბოსტო თხლად დავჭრათ. პასტა მოვხარშოთ და ცივი წყალი გავავლოთ, (რეცეპტი მინიშნებული იყო, რომ არ უნდა გაგვევლო, მაგრამ მე ასე ვარჩიე და არც მინანია) პომიდორი პატარა ნაჭრებად დავჭრათ, ზეთისხილი ოთხად, ეს ყველაფერი თასში ავურიოთ, გემოვნებით შევაზავოთ მარილითა და პილპილით, მოვასხათ მაიონეზი და ავურიოთ. შეგიძლიათ ბოლოს სეზამის მარცვლებიც მოაყაროთ.

No comments:

Post a Comment