2013-05-24

კარტოფილისა და კომბოსტოს სალათა

დღითიდღე ტემპერატურა იმატებს და კვების რაციონშიც დროა ცვლილებები შევიტანოთ. სალათები შესანიშნავია ასეთი ცხელი ამინდებისათვის, თან თუ მარტივად და სწრაფად კეთდება ამას რა სჯობს?! მაშ ასე, გთავაზობთ ამ შესანიშნავი კალათის რეცეპტს, ყველა სიკეთესთან ერთად დაბალკალორიულია :)


მასალა:
1 პატარა ახალი კომბოსტო 

3 კარტოფილი
1 კონა კამა
1 კონა ოხრახუში
6 ღერი მწვანე ხახვი
1 პატარა ხახვი
1 ბულგრული წიწაკა
ზეთი
მარილი გემოვნებით

მომზადება:
კომბოსტოს ქორფა ფურცლები მსხვილად დავჭრათ. კარტოფილი მოვხარშოთ და გაგრილებული საშუალო ზომის კუბიკებად დავჭრათ. მწვანილი წვრილად, ხახვი მრგვალად,  ბულგარული წიწაკა კი გრძელ ნაჭრებად დავჭრათ. ყველა ეს ინგრედიენტი ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი (გემოვნებით) მოვასხათ ზეთი და ამოვურიოთ.



No comments:

Post a Comment