2013-04-18

ლიმონის სამარხვო ნამცხვარი

ეს ნამცხვარი ნამდვილად ღირს, რომ მოამზადოთ. ისეთი მარტივია და ძალიან ცოტა დრო სჭირდება მოსამზადებლად. დამიჯერეთ უგემრიელესია. ლიმონის არომატი შესანიშნავია. ოთახშიც ისეთ გემრიელ სუნს დააყენებს <3 ერთი სიტყვით გირჩევთ მოამზადოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც მარხვაზე ხართ  :)




მასალა:
270 გ. ფქვილი

1 ჩ.კ. სოდა
200 გ. შაქარი
1 ლიმონის ცედრა
2 ჩ.კ. შაქრიანი ვანილი ანუ ვანილინი
1 ლიმონის წვენი
100 მლ. ზეთი
170 მლ. წყალი
შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

მომზადება:
მჭრალი ინგრედიენტები ერთად კარგად ავურიოთ, დავუმატოთ ლიმონის წვენი, ზეთი, წყალი და ხელის სათქვეფით ვაქციოთ ერთიან მასად. ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე. თუ სილიკონის ფორმაში გამოაცხობთ ცომი პირდაპირ ჩაასხით, თუ არადა ფორმას წაუსვით ცხიმი. აცხვეთ დაახლოებით 30 წუთი.

No comments:

Post a Comment