2015-02-03

გამომცხვარი ბეზე ყავის არომატით

შოკოლადის უგემრიელესი დესერტი ამ რეცეპტის მომზადების შემდეგ კვერცხის ცილა დამრჩა, მინდოდა მათი გამოყენებითაც რამე გამომეცხო, სხვადასხვა რეცეპტი ვნახე და ბოლოს ეს ავარჩიე. ძალიან მარტივია და 1 საათში ცხვება, განსხვავებით ბეზეს გამოცხობის სხვა ვარიანტებისგან. ძალიან გემრიელია, შეგიძლიათ გააფორმოთ ნამცხვრები ან პირდაპირ მიირთვათ, როგორც დესერტი.


დაგჭირდებათ:

  • 4 კვერცხის ცილა
  • 200 გ. შაქრის პუდრა
  • 1+1/2 ს.კ. ხსნადი ყავა (დაფქული, გრანულები არა)
  • ვანილინი
მომზადება:
  • ცილები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ეს დაგეხმარებათ, რომ სწრაფად ამოიყვანოთ კარგი ბეზე.
  • ცილები მოათავსეთ საშუალო ზომის ჯამში და მიქსერის მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ. ღრუბლისებრ მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ შაქრის პუდრა ნელ-ნელა, შეათქვიფეთ დაბალი სიჩქარით.
  • შემდეგ დაამატეთ ყავა და ვანილინი, ჯერ დაბალი სიჩქარით ათქვიფეთ, შემდეგ კი-მაღალით.
  • ტაფაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ზეთი და ბეზე გაანაწილეთ.
  • გამოაცხეთ 110 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. დასჭირდება 1 საათი. ღუმელშივე გააგრილეთ, ნუ გამოაღებთ კარს, რადგან შეიძლება დაიბზაროს ტემპერატურის სწრაფი ცვლილების გამო.







No comments:

Post a Comment