Showing posts sorted by date for query ტრაიფლი. Sort by relevance Show all posts
Showing posts sorted by date for query ტრაიფლი. Sort by relevance Show all posts

2015-06-12

მარწყვის ტრაიფლი - ჩინური (ინდური) ტორტი

ბოლო პერიოდში პოპულარულ პოსტებში გამოჩნდა ატმის ტრაიფლის რეცეპტი (ჩინური ტორტის რეცეპტები). ამიტომ კიდევ ერთ ძალიან გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ. ესეც მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია და, რაც მთავარია, ძალიან გემრიელი. ბისკვიტი კლასიკურია, კვერცხი, შაქარი და ფქვილი. შეგიძლიათ ორცხობილა გამოიყენოთ, თუ დროის დაზოგვა გსურთ. მომზადების შემდეგ აუცილებლად გააჩერეთ რამდენიმე საათი მაცივარში.


2014-07-29

ატმის ტრაიფლი (ჩინური (ინდური) ტორტი)-უგემრიელესია

საკმაოდ დიდხნიანი პაუზა მქონდა ბლოგზე, რადგან 3 კვირა ვიყავი "ბაქსვუდის" საზაფხულო სკოლაში. ძალიან კარგი დრო გავატარე. დავბრუნდი და ბევრ ახალ, გემრიელ რეცეპტს გაგიზიარებთ.
ატმის ტრაიფლი არის უგემრიელესი დესერტი, რომელიც ადვილად მზადდება. ზაფხულისთვის შესაფერისია. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.


2013-06-14

ტრაიფლი (ჩინური (ინდური) ტორტი)

ეს უგემრიელესი დესერტი ძალიან ადვილად და სწრაფად, სულ რაღაც 10 წუთში მზადდება. ტრაიფლი სამი ფენისგან შედგება: ბისკვიტი, კრემი და ხილი. სამივე მასალის შეცვლა შეგიძლიათ თქვენი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით. მე ბისკვიტად  დარჩენილი კექსი გამოვიყენე, კრემი- მოხარშული, ხილი - ჟოლო.