2015-08-21

რატატუი

რატატუი ფრანგული კერძია. საკმაოდ გავრცელებული და პოპულარულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. რატატუის ხშირად იყენებენ გარნირად, თუმცა ძირითად კერძადაც შეგიძლიათ მიირთვათ. მისი მომზადების რამდენიმე ვარიანტი არსებობს- ზოგი ცალკე ამზადებს პომიდვის სოუსს, რომელშიც ხახვსა და ნიორს ამატებს. ზოგი კი ყველაფერს ერთად ურევს. მე პირველ ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც ვიზუალურად ბევრად უკეთესია.






დაგჭირდებათ:

  • 2  დიდი  ყაბაყი
  • 1 დიდი ბადრიჯანი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • ნახევარი თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 250 გ. პომიდორი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1/2 ჩ.კ. ქონდარი
მომზადება:
  • პომიდორს გააცალეთ კანი, დაჭერით და ბლენდერში მოათავსეთ. ხახვი და ნიორიც დაამატეთ და დააბლენდერეთ. ბოლოს დაუმატეთ 1ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. 
  • ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით ზეთი და პომიდვრის პიურე გადაიტანეთ.
  • ყაბაყი, ბადრიჯანი და თესლგამოცლილი ბულგარული წიწაკა თხლად დაჭერით. ერთმანეთის მონაცვლეობით ჩააწყვეთ ფორმაში, ისე როგორც ფოტოზეა.
  • მოაყარეთ ქონდარი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მოასხით დარჩენილი 1 ს.კ. ზეთი.
  • შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ 45-55 წუთი. როცა ბოსტნეული გამოცხვება, მზადაა.

No comments:

Post a Comment