ყაბაყი საკმაოდ კარგი ბოსტნეულია. ის მდიდარია კალიუმით, რკინითა და C ვიტამინით. ამიტომ მისგან მომზადებული კერძები არა მარტო კარგი გემოთი, არამედ სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა. დღევანდელი რეცეპტი საკმაოდ მარტივია. ყაბაყის მუსაკა გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი კერძია. განსაკუთრებულ არომატს სვანური მარილი სძენს.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 1 კგ. ყაბაყი
- 2 ჩ.ჭ. გახეხილი ყველი
- 2 დიდი კვერცხი
- 3-4 ს.კ. მაწონი
- ნახევარი კონა ოხრახუში
- 2 კბილი ნიორი
- სვანური მარილი გემოვნებით
- ფქვილი დაახლოებით 2/3 ჩ.ჭ.
- ზეთი შესაწვავად
* მე გამოვიყენე დიდი ყაბაყი, საკმაოდ დიდი დიამეტრის. თუ თქვენც მსგავსს გამოიყენებთ, მაშინ დაჭერით რგოლებად. თუ ბადრიჯნის ზომისას, მაშინ სიგრძეზე გაჭერით
* თუ ყველი ნაკლებად მარილიანია მაწონსაც დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
მომზადება:
- ფქვილს შეურიეთ სვანური მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი. ყაბაყის ნაჭრები ამოავლეთ მასში და ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან.
- გახეხილ ყველს შეურიეთ 1 კვერცხი.
- საცხობ ტაფაზე დადეთ ყაბაყის ერთი ფენა, ზემოდან დაადეთ ყველის მასა და მეორე ფენა დაადეთ.
- მაწონს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კვერცხი და მარილი, თუ საჭიროა. ეს მასა მომზადებულ ყაბაყს გადაუსვით.
- 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ. სჭირდება დაახლოებით 20-25 წუთი. უნდა მიიღოს მოწითალო შეფერილობა.
მარტივი და გემრიელი სადილი მზადაა! <3
No comments:
Post a Comment