ბლინები, ფენქეიქები, ოლადები და ა.შ. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახელი აქვს და მომზადებაც ოდნავ განსხვავდება. ძირითადი ინგრედიენტები უცვლელია, რეცეპტები პროპორციებით განსხვავდებიან და, შესაბამისად, გემოც ცოტა სხვანაირია. კაკაოს ბლინები საკმაოდ მარტივად მზადდება და ძალიან უხდება ნაყინს, ასევე კენკრას.. შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე ან დესერტად <3
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 1 კვერცხი
- 6 ს.კ. შაქარი
- 200 მლ. რძე
- 4 ს.კ. ზეთი
- ვანილი
- მწიკვი მარილი
- 3/4 ჩ,კ. სოდა
- 2 ს.კ. კაკაო
- 8-10 ს.კ. ფქვილი
მომზადება:
- კვერცხი, შაქარი, მარილი და რძე ერთად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ზეთი, ვანილი და კვლავ ათქვიფეთ.
- ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო და სოდა. აურიეთ.
- მშრალი ინგრედიენტები ჩააცერით კვერცხიანს და ხელის სათქვეფით შეურიეთ.
- ტაფა კარგად გააცხელეთ, ცოტა ზეთი მოასხით და ჩვეულებრივ გამოაცხვეთ.
სჭირდება 2-3 წუთი და მზადაა.. გემრიელად მიირთვით! <3
No comments:
Post a Comment