ეს ორცხობილები (პეჩენიები) ერთ-ერთი საუკეთესოა მსგავს დესერტებს შორის. შვრია, შოკოლადი, ქიშმიში, დარიჩინი და თაფლი ერთად არაჩვეულებრივ არომატსა და გემოს ქმნის. მომზადება ძალიან მარტივია და დროც საკმაოდ ცოტა სჭირდება. ნამდვილად ღირს რომ მოამზადოთ. მისი შენახვა შეგიძლიათ 1 კვირა, თავდახურული ჭურჭლით. ამ რეცეპტით გამოდის 40-45 ცალი ორცხობილა.
დაგჭირდებათ:
- 250 გ. კარაქი ან მარგარინი
- 1+ 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
- 2 დიდი კვერცხი
- 2 სადილის კოვზი თაფლი
- ვანილი
- 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
- მწიკვი მარილი
- 1 + 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 3 ჩ.ჭ. შვრია
- 1/3 ჩ.ჭ. ქიშმიში
- 1/3 ჩ.ჭ. შოკოლადის წვეთები
მომზადება:
- კარაქი/მარგარინი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა კრემისებურ მასას მიიღებთ დაუმატეთ კვერცხი სათითაოდ, თაფლი და ვანილი. კვლავ კარგად ათქვიფეთ, უნდა გახდეს ერთგვაროვანი.
- ცალკე თასში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შვრია, სოდა, მარილი და დარიჩინი, დაუმატეთ კვერცხიან მასას და მოზილეთ ცომი.
- ბოლოს დაუმატეთ ქიშმიში და შოკოლადის წვეთები.
- საცხობ ფორმაზე გაანაწილეთ ბურთულებად. თითოეულს შორის უნდა იყოს 3 სანტიმეტრი დაშორება, რადგან ცხობისას ორცხობილები ზომაში იმატებს.
- გამოაცხეთ 190 გრადუსზე. 10-15 წუთი საკმარისია. უნდა მიიღოს ყავისფერი შეფერილობა.
No comments:
Post a Comment