2015-02-20

კექსი ქოქოსის ფანტელებითა და ერბოთი

ორი დღის წინ, მინდოდა რამე გამომეცხო, მარტივი და სწრაფი, რადგან ბევრი თავისუფალი დრო არ მქონდა. ბლინებს ან კექსს ვფიქრობდი.  საბლოოდ კექსი ავირჩიე და გაკეთება დავიწყე, ვიფიქრე რა იქნებოდა ერბო დამემატებინა ზეთის ან კარაქის მაგივრად. ვცადე და მომეწონა. ქოქოსის ფანტელები შემორჩენილი მქონდა და ისიც დავამატე. ესეც მოუხდა. ექსპერიმენტების ჩატარება სამზარეულოში ხშირად ამართლებს.. 

ინგრედიენტები:
  • 5 კვერცხი
  • 1+2/3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 500 მლ. მაწონი
  • 200 გ. ერბო
  • 1+1/3 ჩ.კ. სოდა
  • ვანილი
  • 2+1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1 ჩ.ჭ. ქოქოსის ფანტელები
  • 2/3 ჩ.კ. დარიჩინი
  • მწიკვი მარილი
მომზადება:
  • კვერცხი მიქსერის მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ რამდენიმე წუთით. ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი (დაბალი სიჩქარით). 
  • როცა სქელ, მოთეთრო მასას მიიღებთ, დაამატეთ ერბო და კარგად ათქვიფეთ.
  •  კარგად რომ შეერევა, დაამატეთ მაწონი, რომელშიც წინასწარ გახსნით სოდას. კვლავ ათქვიფეთ.
  • დაამატეთ მარილი, დარიჩინი და ვანილი. აურიეთ ხელის სათქვეფით.
  • ჩააცერით ფქვილი და ხელის სათქვეფით შეურიეთ, ბოლოს დაამატეთ ქოქოსის ფანტელები.
  • საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, დაასხით ცომი. აცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.






No comments:

Post a Comment