ინგლისურ ენოვან ფუდ-ბლოგზე, სადაც ამ ნამცხვრის რეცეპტი ვნახე ასეთი სახელი ერქვა:"Double crumb cinnamon streusel coffee cake". ინგრედიენტები რამდენჯერმე გადავიკითხე, მაგრამ ყავა ვერ აღმოვაჩინე. ავტორი წინასიტყვაობაში წერდა:"ალბათ იკითხავთ რატომ ქვია ყავის ნამცხარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან უხდება ყავას". მეც დავეთანხმები. მართლაც შესანიშნავია როგორც ცივ, ასევე ცხელ ყავასთან ერთად.
ნამცვარი განსაკუთრებულია ჰაეროვანი და ფხვიერი ცომის კომბინაციით, რომელსაც საოცარ გემოს ანიჭებს ნიგვზიანი შიგთავზი დარიჩინის არომატით.
ინგრედიენტები:
ფხვიერი ცომისთვისა და შიგთავსისთვის:
ნამცხვრისთვის:
ნამცვარი განსაკუთრებულია ჰაეროვანი და ფხვიერი ცომის კომბინაციით, რომელსაც საოცარ გემოს ანიჭებს ნიგვზიანი შიგთავზი დარიჩინის არომატით.
ინგრედიენტები:
ფხვიერი ცომისთვისა და შიგთავსისთვის:
- 1 + 1/2 ჩ.ჭ. დაჭრილი ნიგოზი
- 1 + 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.ჭ. შაქარი
- 180 გ. კარაქი
- 1+1/4 ჩ.კ. დარიჩინი
ნამცხვრისთვის:
- 125 გ. კარაქი
- 2 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.ჭ. არაჟანი
- 1 ჩ.ჭ. შაქარი
- 1+1/3 ჩ.კ. სოდა
- 2 კვერცხი
- 1 პაკეტი ვანილინი
მომზადება:
- ჯერ ვამზადებთ ფხვიერ მასას. ფქვილი, 3/4 ჩ.ჭ. შაქარი, 1 ჩ.კ. დარიჩინი აურიეთ. დაამატეთ კარაქი და მოზილეთ ცომი. შემდეგ დაამატეთ 1/2 ჩ.ჭ. ნიგოზი. კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში.
- შიგთავსისთვის შეურიეთ დარჩენილი ნიგოზი, დარიჩინი და შაქარი.
- ფქვილი და სოდა აურიეთ ცალკე თასში.
- ნამცხვრის ჰაეროვანი ცომისთვის ათქვიფეთ კარაქი შაქართან ერთად, თქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე 2-3 წთ. შემდეგ სათითაოდ დაამატეთ კვერცხი, ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ დაამატეთ ვანილიც და კარგად ათქვიფეთ.
- ფქვილი დაამატეთ სამ ეტაპად, მასთან ერთად შეათქვიფეთ არაჟანი. უნდა დაიწყოთ და დაამთავროთ ფქვილით. ბოლოს კარგად ათქვიფეთ.
- ფორმას წაუსვით ცხიმი, ძირზეც და გვერდებზეც. თუ სილიკონის ფორმაა არ დასჭირდება ცხიმი. ჯერ გაანაწილეთ ფხვიერი ცომი, შემდეგ ჰაეროვანი ცომის ნახევარი, მოაყარეთ ნიგვზიანი შიგთავსი და მოასხით დარჩენილი ცომი.
- გამოაცხეთ 175 გრადუსზე. დასჭირდება 1 საათი. ხის წკირით შეამოწმეთ თუ მშრალი ამოვა მზადაა, თუ სველია ისევ დატოვეთ.
- როცა გამოცხვება ფორმაში გამოაცხვეთ და შემდეგ გადმოიღეთ თეფშზე.
- ბოლოს მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.
No comments:
Post a Comment