Pages

2014-09-04

ტორტი თეთრი შოკოლადის კრემით

რამდენიმე წელია რაც ტორტების ცხობა დავიწყე, თავდაპირველად კლასიკური ბისკვიტი მოვამზადე, შემდეგ განსხვავბული-ზეთით და ლიმონის წვენით. ორივე მათგანის რეცეპტი შეგიძლიათ ბლოგზე იხილოთ. ამ ტორტის ბისკვიტი ახალი მცდელობაა და ყველაზე მეტად მომეწონა. არ სჭირდება ბევრი დანამვა და თან ძალიან არომატულია.
რაც შეეხება კრემს, ეს საუთესო კრემია მოსართავად, გემოც არაჩვეულებრივია.
ეს რეცეპტი აუცილებლად შეინახეთ, ტორტის გამოცხობისას გამოგადგებათ.


ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

  • 5 კვერცხის გული
  • 8 კვერცხის ცილა
  • 1 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 1/2 ჩ.ჭ. ზეთი
  • 3/4 ჩ.ჭ. ცივი წყალი
  • 2 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
კრემისთვის:
  • 400 გ. კარაქი
  • 3 ჩ.ჭ. შაქრის პუდრა
  • 2/3 ჩ.ჭ. ათქვეფილი ნაღები
  • 350 გ. თეთრი შოკოლადი
  • 1 ვანილინი
დასანამად დაგჭირდებათ 1.5 ჩ.ჭ. რაიმე ხილის წვენი. მე გამოვიყენე კომშის.
და ასევე დაგჭირდებათ 2 დიდი ბანანი.

მომზადება:
  1. ჯამში ჩავცრათ ფქვილი, სოდა, დავამატოთ მარილი და 1 1/4 ჩ.ჭ. შაქარი და ავურიოთ.
  2. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები წყალთან და ზეთთან ერთად.
  3. შევურიოთ ეს ორი მასა ერთმანეთს ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით.
  4. კვერცხის ცილები მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ, როცა ღრუბლისებრ მასას მივიღებთ, ნელ-ნელა დავამატით დარჩენილი 1/4 ჩ.ჭ. შაქარი და დაბალი სიჩქარით შევათქვიფოთ. შემდეგ კვლავ მაღალი სიჩქარით ავთქვიფოთ.
  5. მიღებული ბეზე დავამატოთ ცომში და ფრთხილად შევურიოთ.
  6. 28 სმ. დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, წავუსვათ ზეთი და ჩავასხათ ბისკვიტის ცომის ნახევარი. ვაცხოთ 160 გრადუსზე 20-25 წუთი. ასევე განივაცხოთ დარჩენილი ბისკვიტის ცომი.
  7. კრემის მოსამზადებლად გავადნოთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე და დავდგათ გასაგრილებლად. 
  8. დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით კარგად, როცა გათეთრდება ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქრის პუდრა. შემდეგ ვანილი, ათქვეფილი ნაღები და შოკოლადი. კარგად ავთქვიფოთ.
  9. ბისკვიტი დავნამოთ წვენის ნახევარით, წავუსვათ კრემი,მოვაწყოთ თხლად დაჭრილი ბანანი და კრემი ისევ გადავუსვათ. მეორე ბისკვიტიც დავნამოთ და დავადოთ ქვედას. წავუსვათ კრემი და ცოტა დავიტოვოთ მოსართავად.
  10. მორთეთ თქვენი გემოვნებისა და შესაძლებლობების მიხედვით.




No comments:

Post a Comment