Pages

2014-09-27

ლიმონის ტარტი ბეზეთი

ძალიან დამიგვიანდა ამ რეცეპტის დადება, მაგრამ როგორც ამბობენ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს )) უცხოურ 'ფუდბლოგებზე' ხშირად შეხვდებით ამ უგემრიელესი დესერტის ფოტოებს. ბებიის რეცეპტებს მიეკუთვნება. საკმაოდ მარტივი მოსამადებელია. ცომი შეგიძლიათ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ, შემდეგ კი გამოიყენოთ მაშინ, როცა სწრაფად გენდომებათ დესერტის მომზადება.


ინგრედიენტები:
ცომისთვის:

  • 1 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 3/4 ჩ.კ. მარილი
  • 180 გ. კარაქი
  • 7-8 ს.კ. ცივი წყალი
შიგთავსისთვის:
  • 1 ჩ.ჭ. შაქარი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1 1/2 ჩ.ჭ. წყალი
  • 2 ლიმონის წვენი + ცედრა
  • 4 კვერცხის გული
  • 2 ს.კ. კარაქი
ბეზესთვის:
  • 4 კვერცხის ცილა
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 1 ვანილინი
მომზადება:
  1. ვამზადებთ ჯერ ცომს. მშრალი ინგრედიენტები ერთ თასში აურიეთ, დაამატეთ კარაქი და ხელით შეაზილეთ, შემდეგ  წყალი და მოზილეთ რბილიცომი. რამდენიმე წუთი ზილეთ ცომი, იმისათვის, რომ შემდეგ ადვი ად გააბრტყელოთ. 20 წუთით შედეთ მაცივარში.
  2. ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი. ქვაბში ავურიოთ შაქარი, ფქვილი, სახამებელი და მარილი, ნელ-ნელა დავამატოთ ლიმონის წვენი და წყალი, თან ხელის სათქვეფით ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ.სანამ წამოდუღდება დავამატოთ კარაქი. კვერცხის გულები ავთქვიფოთ ლიმონიანი მასის ნაწითან ერთად, შემდეგ დავამატოთ მთლიან მასას და ისევ საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. წამოვადუღოთ, გამუდმებით ვურიოთ და როცა შესქელდება გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  3. ცომი გავაბრტყელოთ რაც შეიძლება თხლად, გადავიტანოთ ფორმაში, რომელსაც მანამდე უნდა მოვაყაროთ ფქვილი. გამოვაცხოთ 10 წუთი 200 გრადუსზე.
  4. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ღრუბლისებრი მასის მიღებამდე, ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი და ვანილი. რამდენიმე წუთი მაღალი სიჩქარით ვთავიფოთ და ბეზეც მზადაა.
  5. გამომცხვარ ტარტის 'ქრასთზე" გავანაწილოთ შიგთავსი, შემდეგ ბეზე და შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთი.
უგემრიელესი დესერტიც მზადაა. მე დავჭერი ცხელი.რის გამოც შიგთავსი ჯერ არ იყო 'მყარი'. გირჩევთ ცოტა შეაგრილოთ და შემდეგ მიირთვათ :)) 

No comments:

Post a Comment