Pages

2014-08-19

საზამთროს სორბე

     უკვე შემაწუხებლად ცხელა, იმისათვის რომ გაგრილდეთ ამ მარტივ რეცეპტს გაგიზიარებთ. იმდენად მცირე ძალისხმევას მოითხოვს მისი მომზადება, რომ ვფიქრობ არ დაიზარებთ, გააკეთებთ და გაგრილდებით. კალორიებზე ღელვაც არ მოგიწევთ, ხილის ნაყინი-სორბე საკმაოდ დაბალკალორიულია.
     შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა ხილისგან შემდეგი რეცეპტით. :))




დაგჭირდებათ:
4 ჩ.ჭ. კურკებგამოცლილი, დაჭრილი საზამთრო
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
1/2 ჩ.ჭ. წყალი
1 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება:
შაქრისა და წყლისგან ვამზადებთ სიროფს. ქვაბში ვურევთ და ვდგამთ ცეცხლზე, ვადუღებთ რამდენიმე წუთი, როცა შესქელდება სიროფი გადმობდგამთ ცეცხლიდან და  გავაციებთ.
საზამთროს დავაბლენდერებთ, შემდეგ დავუმაბთ სიროფს ა ლიმონის წვენს.კარგად ავურევთ და გავყინავთ.




  • როცა გაიყინება ავთქვიფავთ და ისე გავანაწილებთ ჭურჭელში.











No comments:

Post a Comment