Pages

2014-08-11

ყველის ბურთულები

თუ ოდესმე გაგისინჯავთ "ყველის ბურთულები", ვფიქრობ მოგეწონებოდათ. ყველის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებთ ეს რეცეპტი. ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. მაქსიმუმ  ერთ საათში. ყველი ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, უმჯობესია თუ მაგარი იქნება.


დაგჭირდებათ:
400 გ. ყველი
4 კვერცხი
30 გ. ფქვილი
3 ს.კ. წყალი
8 ს.კ. საფანელი
ზეთი შესაწვავად

მომზადება:
ყველი გახეხეთ. კვერცხი და ცილა გააცალკევეთ. ცილისგან ათქვიფეთ ბეზე, დაამატეთ ყველი, ფვილი და კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ სასურველი ზომის ბურთულები და 20 წუთით შედგით მაცივარში. კვერცხის გულებს დაასხთ წყალი და ათქვიფეთ. ბურთულები ჯერ ამოავლეთ საფანელში, შემდეგ კვერცხის გულში და  შემდეგ ისევ საფანელში. შეწვით გაცხელებულ ზეთში. 1-2 წუთი საკმარისი იქნება.

No comments:

Post a Comment