Pages

2014-08-20

შოკოლადის პუდინგი

შოკოდის პუდინგი საკმაოდ პოპულარული დესერტია აშშ-ში, კანადაში, შვედეთში, აღმოსავლეთ და სახრეთ აღმოსავლეთ აზიაში. მზადდება სწრაფად და მარტივად. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნამცხვრებშიც ან თუ გნებავთ პირდაპირ მიირთვით. ამ დღეებში დავდებ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს, რომლის კრემიც შოკოლადის პუდინგისგან მოვამზადე.




დაგჭირდებათ:
1/3 ჩ.ჭ. კაკაო
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
2 ჩ.ჭ. რძე
3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი

მომზადება:
კაკაო, სახამებელი და შაქარი ქვაბში აურიეთ. ნელ-ნელა დაამატეთ რძე და თან ხელის სათქვეფით ურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. დადგით დაბალ ცეცხლზე და გაბუწყვეტლივ ურიეთ, დაამატეთ ვანილიც, როცა წამოდუღდება და შესქელდება გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.



No comments:

Post a Comment