დღეს ძალიან მინდოდა რამე დესერტის მომზადება, გადავქექე ჟურნალები, მაგრამ ვერაფერი ავარჩიე... გადავწყვიტე მე თვითონ მოეფიქრებინა რამე. ყველაფერი მოვიმარაგე, რაც კი შეიძლებოდა კექსში გამომეყენებინა და შევუდექი საქმეს.. რამდენჯერ გამიკეთებია ასე, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მოგვეწონა მეც და ჩემს ოჯახის წევრებსაც. ვფიქრობ, "საიდუმლო ინგრედიენტი" ნაღები აღმოჩნდა. ახლა კი რეცეპტზე გადავალ..
მასალა:
5 კვერცხი
1 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
250 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები (33-35%)
250 მლ. მაწონი
130 მლ. ზეთი
1 1/2 ჩ.კ. სოდა
3-3 ჩ.კ. ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა
ფქვილი
მომზადება:
კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ, სანამ მასა არ გაორმაგდება ვთქვიფოთ. დავამატოთ ნაღები, მაწონი (მასში გავხსნათ სოდა) და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ ჩავასხათ ზეთი. ავურიოთ, როცა კარგად შეერევა დავამატოთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. ავურიოთ. დავამატოთ ფქვილი, იმდენი, რომ მივიღოთ დასასხმელი ცომი. ღუმელი გავაცხელოთ საშუალო ტემპერატურაზე. საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი და გადავიტანოთ ცომი. ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი.

*მე სოფლის რძის ნაღები გამოვიყენე.
No comments:
Post a Comment