Pages

2013-05-29

არომატული ბლინები

რამდენი ხანია რაც ბლინები არ მომიმზადებია, არადა თავიდან სწორედ ამის მომზადებით დავიწყე ყველაფერი :დ როცა პატარა ვიყავი დედას ვთხოვდი, რომ გაეკეთებინა. ახლა რამდენიმე დღის წინ თვითონ მოუნდა, გვიან იყო და ვერ გავაკეთე. დღეს, როგორც კი მოვიცალე მოვამზადე, ერთი ცვლილებით-ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა დავამატე. როგორც კი გამოცხვა შესანიშნავი სურნელი ვიგრძენი <3 ბლინებსაც შესანიშნავი არომატი გასდევს. ყველაფერი საოცრად მარტივია, ამიტომ ნუ დაიზარებთ და მოამზადეთ :)


მასალა:
4 კვერცხი
1 ჩ.ჭ. შაქარი
1/2 ლ. მაწონი
1 ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
1 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
1/2 პაკეტი შაქრიანი ვანილი
ფქვილი

მომზადება:
კვერცხი და შაქარი ათვიფეთ. სოდა გახსენით მაწონში და დაამატეთ კვერცხის მასას. ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ვანილი, ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა და აურიეთ. ჩააცერით ფქვილი, იმდენი რომ მიიღოთ არაჟანზე ოდნავ თხელი, დასასხმელი ცომი. ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი. კოვზით გაანაწილეთ ცომი და გამოაცხეთ ორივე მხრიდან.




No comments:

Post a Comment