რამდენნაირი სალათის გაკეთება შეიძლება, გემოვნებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ესეც ზუსტად ასე მოვამზადე, რაც მქონდა იქიდან ის ყველაფერი ავარჩიე რაც მიყვარს. ძალიან მარტივი და გემრიელია. ასევე სასარგებლო, ვიტამინებით.
მასალა:
2 მოხარშული კარტოფილი
2 საშუალო ზომის პომიდორი
2 საშუალო ზომის კიტრი
100 გ. ყველი
1 ბულგარული წიწაკა
4 ღერი მწვანე ხახვი
მარილი გემოვნებით
ზეთი (ზეითუნის ან მზესუმზირის)
მომზადება:
კარტოფილი კუბებად, კიტრი რგოლებად და პომიდორი საშუალო ზომებად დავჭრათ. ბულგარული წიწაკა წვრილად და გრძლად დავჭრათ. მწვანე ხახვი კი-წვრილად. ეს ყველაფერი ერთ თასში მოვათავსოთ, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეთი და კარგად ამოვურიოთ. მივირთვათ მომზადებისთანავე.

No comments:
Post a Comment