ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. დიდი ხანია არ გამიკეთებია და დღეს სიამოვნებით მოვამზადე. ალბათ დამეთანხმებით, რომ უგემრიელესია <3 მომზადებაც რა მარტივი აქვს, თუ გიყვართ აუცილებლად მოამზადეთ, გაინებივრეთ თავი გემრიელი დესერტით. გამოცდილ რეცეპტს კი მე გთავაზობთ.
მასალა:
280-300 გ. ფქვილი
2 ს.კ. შაქარი
2 ჩ.კ. კაკაო
მწიკვი მარილი
150 გ. კარაქი ან მარგარინი
3 კვერცხის გული
კრემი:
3 კვერცხის ცილა
120-150 გ. შაქარი
1 შაქრიანი ვანილი
დამატებით: სასურველი ჯემი, შაქრის ფერადი კამფეტები მოსართავად (სურვილისამებრ)
მომზადება:
მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, კაკაო, მარილი და შაქარი აურით. დაამატეთ კუბებად დაჭრილი, დარბილებული მარგარინი (კარაქი) და ხელით კარგად ასრისეთ. შემდეგ დაამატეთ 3 კვერცხის გული. გააკეთეთ ცომი. თუ კარგად არ შეიკრა 1-2 ს.კ. წყალი დაამატეთ. გააკეთეთ პატარა გუნდები და გაანაწილეთ ტარტალეტკების ფორმებში, ჩანგლით დაჩხვლიტეთ. ფორმებს ზეთიანი ბამბა წაუსვით. გამოაცხეთ 170-180 გრადუსზე.
კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, როცა ღრუმბლისმაგვარ მასას მიიღებთ შაქარი 3 ნაწილად დაამატეთ. კარგად რომ გაიხსნება შაქრიანი ვანილი შეათქვიფეთ.
გამომცხვარი ტარტალეტკები გააგრილეთ, გულში სასურველი ჯემი ჩაუდეთ (1 ჩ.კ.) და ბეზეს კრემით მორთეთ. მოაყარეთ შაქრის ფერადი კამფეტები.

No comments:
Post a Comment