2013-05-18

ყავისფერი ნამცხვარი

რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდით :) ყაფისფერი ნამცხვრით. საშინელი დღე იყო და იმით დაგვირგვინდა, რომ ჩიპს რაღაც დაემართა და ფოტოები კომპიუტერში ვერ გადამაქვს, ამიტომ, სამწუხაროდ, ვერც ჩემი მომზადებული ამ ნამცხვრის ფოტოს ვერ გაგიზიარებთ, თუმცა არაუშავს.. რაც მთავარია რეცეპტი გამოცდილია და შედეგი უგემრიელესი <3

(ფოტო აღებულია ინტერნეტიდან)
მასალა:
3 დიდი კვერცხი
1 ჩ.ჭ. შაქარი
150 მლ. მაწონი
125 გ. ნაღების კარაქი
1 ჩ.კ. სოდა (ძალიან გავსებული არა)
1 ს.კ. ძმარი
1/2 პაკეტი შაქრიანი ვანილი
1.5 ს.კ. კაკაო
ფქვილი

მომზადება:
კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ, როცა მასა გასქელდება და შაქარი გაიხსნება დავუმატოთ მაწონი (მასში გავხსნათ სოდა და ძმარი), დარბილებული კარაქი და ავთქვიფოთ. ცომი თითქოს აიჭრება, მაგრამ არ შეგეშინდეთ :) შემდეგ შევურიოთ შაქრიანი ვანილი, კარგად ამოვურიოთ. დავაცრთ ფქვილი. ვურიოთ ხელის სათქვეფით. უნდა მივიღოთ დასასხმელი ცომი. 26-28 სმ. დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი, გადავიტანოთ ცომი და გამოვაცხოთ საშუალო ტემპეარატურაზე გახურებულ ღუმელში.
    სურვილისამებრ მოასხით შოკოლადის მინანქარი. 

No comments:

Post a Comment